საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 740 ადამიანი

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 740 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 188 408 გამოჯანმრთელდა, 2 182 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1671 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.