სვეტიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის ხატი გამოისახა
20-21 აპრილის ღამეს, დაახლოებით პირველი საათისათვის, სვეტიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის ხატი გამოისახა. ღამისთევის ლოცვებისას წმინდანის სახე სწორედ იმ ადგილას გამოისახა, სადაც წმინდა მირონი იხარშებოდა. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მფარველია.