სამართალი
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა.

როგორც მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 3 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე. აღნიშნული პერიოდისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან მისიისთვის 44,8 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) სამოქალაქო მისია და ის 2008 წლის დეკემბერში რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომის შემდგომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიღწევის შემდგომ განთავსდა. მისი მიზანია კონფლიქტს მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის გამყარების ხელშეწყობა. 2020 წლის მარტიდან მისიას მარეკ შჩიგელი ხელმძღვანელობს.