უცხოეთი
ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სავარაუდოდ უფრო გადამდებია

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული სამეფოში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც, ინგლისის მთავარი სამედიცინო სპეციალისტი, კრის უითი აცხადებს, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელების გამო, ის უფრო გადამდები შეიძლება, იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, მეტად საშიშია თუ არა „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა სიცოცხლისთვის.

ამასთან, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის დაფიქსირების ფონზე რეგულაციები გამკაცრდა.

1tv.ge