აქტუალური
მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტის სატენდერო პირობები განვაახლოთ

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი სატენდერო წინადადება უნდა მომზადდეს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, პროექტი კვლავ პრიორიტეტულად რჩება.

ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც ახალ საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს ახალი სატენდერო წინადადება. საუბარი არაა ახალ ეკონომიკურ დასაბუთებაზე, თუ რამდენად საჭიროა თუ არაა საჭირო ეს პროექტი, ამაზე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პროექტი პრიორიტეტულია, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ის სატენდერო პირობები განვაახლოთ, რომლის პირობებშიც ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. იმ ტენდერის გამოცხადება 2014 წელს მოხდა, უკვე 2021 წელში შევდივართ და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული სამუშაოები ტერიტორიაზე შესრულებულიც კია და ეს უნდა აისახოს სატენდერო დოკუმენტაციაში“, - აღნიშნა მან.