უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში დღე-ღამეში კორონავირუსისგან 4 164 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 183 259 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 119 005 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 007 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 62 247-ს შეადგენს.

1tv.ge