უცხოეთი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 18 331 ინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 150 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 556 ადამიანი გარდაიცვალა.

1tv.ge