აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2811 ლარი გახდა

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2811 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2905 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0043 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 4.0006 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.