უცხოეთი
კვლევის თანახმად, იტალიაში კორონავირუსული ინფექცია 2019 წლის ნოემბერში ცირკულირებდა

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. იტალიაში კორონავირუსული ინფექცია 2019 წლის ნოემბერში ცირკულირებდა, – ამის შესახებ იტალიის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია საუბარი.

კვლევის მიხედვით, ტესტებმა აჩვენა, რომ მილანში მცხოვრები ბავშვი დაავადდა მწვავე კორონავირუსული რესპირატორული სინდრომით 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევების გამოვლენამდე დაახლოებით სამი თვით ადრე. სიმპტომები მაშინ წითელას შემთხვევებს მიათვალეს.

მილანის ჯანდაცვის ბიოსამედიცინო მეცნიერების დეპარტამენტის მკვლევარების თანახმად, ანალიზები ჩატარდა რეტროაქტიულად იმ პაციენტების ნიმუშებზე, რომლებმაც წითელაზე უარყოფითი შედეგები აჩვენეს, მათ შორის ოთხი წლის ბიჭზე, თუმცა „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი გამოვლინდა. ახალი შედეგების მიხედვით, ვირუსის აფეთქების დრო 2020 წლის თებერვლიდან, 2019 წლის შემოდგომაზე გადადის.

მიმდინარე წლის თებერვალში ევროპის კონტინენტზე პირველი დადასტურებული შემთხვევები იტალიის ქალაქ კოდონოში აღრიცხეს. ივნისში გამოქვეყნებულმა ცალკეულმა კვლევამ მიუთითა, რომ ვირუსი მილანის და ტურინის საკანალიზაციო სისტემებში ჯერ კიდევ დეკემბერში იყო. იტალიაში დღემდე 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 60 000-ზე მეტი კი დაიღუპა.

1tv.ge