სამართალი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობდა.

11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.