უცხოეთი
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე - რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას, – ეს განცხადება ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

„რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოების გადაწყვეტილებას. ისტორიაში ამის მაგალითები ვნახეთ და ეს ფაქტია. ამავე დროს, ნატო-საც არ შეუძლია, დაადოს ვეტო საქართველოს ან უკრაინის გაწევრიანებას. ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მანამდე კი, ჩვენ პრაქტიკულ საკითხებზე ვმუშაობთ. გასულ კვირაში გაიმართა ნატო-ს მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

ასე რომ, პრაქტიკული სამუშაო გრძელდება, რათა საქართველოსა და უკრაინის სტანდარტები ამაღლდეს, რომ მათ პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების პოტენციალის სრულად გამოყენება შეძლონ“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე.

1tv.ge