აქტუალური
ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სანდრა რულოვსს დაკითხავენ

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოძიება ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გამომძიებლებმა რულოვსს ოფიციალურად მიმართეს და მას ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩასვლაც კი სთხოვეს. როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა. ასევე ცნობილია, რომ გამომძიებლებმა რულოვსი ერთხელ ტელეფონით დაჰკითხეს. თუმცა, აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსი სასამართლო პროცესზე არ გაუმჟღავნებიათ. შეგახსენებთ, რომ ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიის ხელისუფლება მკვლელობის ორგანიზებაში რუსეთს ადანაშაულებს.