უცხოეთი
აშშ-ში კორონავირუსის 175 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 113 ადამიანი დაიღუპა

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 175 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 14.7 მილიონამდე გაიზარდა. ამ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 1 113 ადამიანი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 282 000-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები შედარებით შემცირდა. გასულ კვირას ქვეყანაში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 200 000-ს აღემატებოდა.

interpressnews.ge