უცხოეთი
ალექსეი პუშკოვი - თუკი აზერბაიჯანს გამოუვიდა, რატომ არ გამოუვა უკრაინასო? - დონბასი ყარაბაღი არ არის

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი საკუთარ სოციალურ ქსელში „ტელეგრამში“ იმის შესახებ წერს, თუ რატომ არის ჩავარდნისთვის განწირული დონბასში ყარაბაღის სცენარის გამეორება.

მისი თქმით, კიევი კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს.

„თუკი აზერბაიჯანს გამოუვიდა, რატომ არ გამოუვა უკრაინასო? თუკი გეოპოლიტიკურად მივუდგებით, ეს არ გამოვა რამდენიმე მიზეზის გამო“, - წერს პუშკოვი.

მისი თქმით, გადამწყვეტი ფაქტორია არაღიარებული „რესპუბლიკები“ - დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა რუსეთს ესაზღვრებიან.

„კიევში, ალბათ არ იდავებენ იმის შესახებ, რომ რუსეთი და სომხეთი - ორი სრულიად სხვადასხვა რამ არის“ , - განაცხადა ფედერაციის საბჭოს წევრმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი განსხვავება მდგომარეობს, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერაა, მაშინ როდესაც უკრაინას შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ აშშ-ის და ნატოს ირიბი დახმარების იმედი, რაც არასაკმარისი იქნება.

მანვე აღნიშნა, რომ ყარაბაღში კონფლიქტი დასრულდა რეგიონში რუსი სამშვიდობოების გამოჩენისთანავე, რომლებიც ამ დროისთვის დონბასში არ არიან. შესაბამისად, უკრაინისთვის ასეთი სცენარი არ არის მომგებიანი, - დასძენს პუშკოვი.

„ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების დერეფნებში გაუაზრებელი იმპულსური გადაწყვეტილბების არც თუ ცოტა მომხრეა. მათ შესაძლოა გაუჩნდეთ ცდუნება, თუ უკვე არ გაუჩნდათ ეს ცდუნება, რომ აირჩიონ ომის სცენარი. თუმცა, ეს იქნებოდა უდიდესი შეცდომა: დონბასი - სრულიადაც არ არის ყარაბაღი“ , - წერს პუშკოვი.

interpressnews.ge