აქტუალური
გია ვოლსკი - ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი, ეს იყო არჩევნები

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი, ეს იყო არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის მიუღებელია ნებისმიერი რამ, რაც არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი, ეს იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე საზოგადოებამ გამოხატა თავის პოზიცია. ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც რაღაც კითხვის ნიშნებს დააყენებს ამ შედეგებთან დაკავშირებით, არის საზოგადოებისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.