უცხოეთი
დომინიკ რააბი - საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გადაადგილების დროს მშვიდობიან მოქალაქეებს ისევ აკავებენ

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებს ისევ აკავებენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში გადაადგილების დროს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობის და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბრიტანელი დიპლომატის თქმით, ეუთო-ს რეგიონში შესამჩნევია მიმდინარე კონფლიქტები და ჰელსინკის პრინციპების უხეში დარღვევევბი.

დომინიკ რააბის განცხადებით, რეგიონულ სტაბილურობას და მოსახლეობაზე გავლენას დამანგრეველი შედეგები აქვს, რაც გამოჩნდა სომხეთს და აზებაიჯანს შორის ფართომასშტაბიან კონფლიქტში, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავდნენ.

ბრიტანელი დიპლომატი რეგიონული არასტაბილურობის მაგალითად ასახელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ასევე მოლდოვაში მშვიდობიანი მოქალაქეების გადაადგილების პრობლემებს და უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

1tv.ge