უცხოეთი
მოსაზრება: ჩინეთმა აშშ ნავთობგადამუშავებაში დაჯაბნა – რას მიიღებს ამით რუსეთი

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. პეკინი ფსონს ბენზინსა და დიზელის საწვავზე დებს და ნავთობგადამუშავების სიმძლავრეებს ზრდის

ირინა ბადმაევა

უკვე მომავალ წელს ჩინეთი ამ მაჩვენებლით აშშ–ს გადაუსწრებს. მაღალია ალბათობა იმისა, რომ ამერიკელები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობითაც ჩამორჩნენ. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ჩინელებს შესაძლოა პანდემიის მეორე ტალღა შეუშალოს ხელი.

ლიდერის ცვლა

ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ოქტომბერში ნავთობგადამუშავება ქვეყანაში 2,5%-ით გაიზარდა და ისტორიულ რეკორდს —დღე–ღამეში 14,09 მლნ ბარელს მიაღწია. აშშ–ში კი ეს მაჩვენებელი სექტემბერში მხოლოს 13,5 მლნ იყო.

და ჩინელები გაჩერებას არ აპირებენ. მომდევნო წლის ბოლოსთვის ორი ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება, რის შესახებაც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ნოემბრის მოხსენებაშია ნათქვამი. არადა ვარაუდობდნენ, რომ ეს 2023 წელზე ადრე არ მოხდებოდა.

შენდება კიდევ ოთხი ქარხანა, რომელთა საერთო სიმძლავრე დღეში 1,2 მლნ ბარელი იქნება. ამდენი მუშავდება, მაგალითად, მთელ დიდ ბრიტანეთში.

ჩინეთი უკვე რამდენიმე ათწლეულია ცდილობს, დააკმაყოფილოს ბენზინსა და დიზელზე მზარდი მოთხოვნა. ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია.

„2000 წლიდან ქვეყანამ ნავთობპროდუქტების წარმოება სამჯერ გაზარდა. 2025 წლისთვის ნავთობგადამუშავება 2-0 მლნ ბარელს მიაღწევს დღე–ღამეში“, — აღნიშნა საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრ „ტელე–ტრეიდის“ მთავარმა ეკონომისტმა მარკ გოიჰმანმა.

მისი აზრით, აშშ–ს მოუწევს, დათმოს ლიდერის პოზიცია 2021 წელს, რომელსაც მე–19 საუკუნიდან ინარჩუნებს.

ამერიკელები ხურავენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაბალი მარჟინალობის გამო, რომელმაც ნავთობის ფასების დაცემის კვლადაკვალ დაიწია. წარმავალ წელს შავმა ოქრომ არაერთხელ განაახლა მინიმუმი. მაგალითად, 18 მარტს Brent–ის მარკის ნავთობი 15%-ით გაიაფდა 2003 წლის შემდეგ და ერთი ბარელი 24,52 დოლარი ღირდა.

შემცირდა საწვავზე მსოფლიო მოთხოვნაც. ამიტომ ნავთობგადამუშავება რეკორდულ 1,7 მლნ ბარელამდე დაეცა. თანაც აქედან ლომის წილი სწორედ ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მოდიოდა.

მწვანე ენერგეტიკა: ვინ მოიგებს და ვინ წააგებს

ჩინეთის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლაა, მიაჩნია „ალორ ბროკერის“ მთავარ ანალიტიკოს ალექსეი ანტონოვს. ჩინეთის ეკონომიკა აღდგება და მდგრადობას იჩენს, ხოლო ევროპასა და აშშ–ში დაცემას განაგრძობს.

შემთხვევითი არ არის, რომ ჩინელები არა მარტო ნავთობგადამუშავებაში, არამედ მეტალურგიაშიც ლიდერობენ.

ეკონომისტის თქმით, იგივე ტენდენცია შეინიშნება ინდოეთშიც და ახლო აღმოსავლეთშიც. ეს იწვევს მთელი რიგი მოძველებული სიმძლავრეების დახურვას აზიის რეგიონშიც კი, მაგალითად, სინგაპურში.

გარდა ამისა, აშშ და ევროპა თანდათან ამბობენ უარს ნახშირწყალბადებზე ენერგიის ალტერნატიული წყაროების სასარგებლოდ. ჩინეთი კი არ არის „შებორკილი“ მკაცრი ეკოლოგიური ვალდებულებებით.

ნავთობზე დამოკიდებული რუსეთისთვის მწვანე სცენარი კომპანიების დიდ ხარჯებსა და ბიუჯეტში შემოსავლების კლებას მოასწავებს.

მარკ გოიჰმანის აზრით, რუსეთი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ხაზინის სხვა წყაროებიდან შევსებაზე, რათა 15–20 წლის შემდეგ ნავთობშემოსავლები ჩაანაცვლოს.

პანდემია: აზიური სცენარი

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. დიდია ალბათობა იმისა, რომ უკვე 2025 წლისთვის ჩინეთში საწარმოო სიმძლავრეების ზრდა მოთხოვნას გადააჭარბებს. ჩინეთის ნავთობისა და გაზის კორპორაცია CNPC–ის მონაცემებით, ხუთი წლის შემდეგ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების სიჭარბე ამოსალოდნელი დღე–ღამეში 1,4 მლნ ბარელის ოდენობით.

„ახლა შტატებთან დაძაბული ურთიერთობების პირობებში ჩინელ მენავთობეებს ამოძრავებთ სურვილი, შური იძიონ შიდა ვაჭრობაში შეზღუდვებზე. და ასე აწიონ სახელმწიფოს პრესტიჟი“, — ვარაუდობს ალექსეი ანტონოვი.

ამიტომ, სამი–ხუთი წლის ტენდენციების მონაცემებზე დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლიდერი შეიცვლება არა მარტო ნავთობგადამუშავების სფეროში, არამედ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლის — მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის კუთხითაც.

„პანდემიამდე ჩინეთს ხუთი წელი აკლდა საიმისოდ, რომ ამერიკული ეკონომიკისთვის გადაესწრო. ახლა, კორონავირუსის გავრცელებასთან უფრო ეფექტრუი ბრძოლის წყალობით, ჩინელებს შეუძლიათ წინ უფრო ადრე გაიჭრნენ“,ვარაუდობს ექსპერტი ანტონ გრინშტეინი.

სხვა საკითხია, მზადაა თუ არა აშშ პოზიციების დასათმობად. ამერიკული ისტებლიშმენტი შეეცადა პრობლემა ეკონომიკურად და დიპლომატიურად გადაეჭრა, აღნიშნავს ანალიტიკოსი. მაგრამ არ გამოვიდა. და ახლა პრეზიდენტ–ბიზნესმენის ნაცვლად პრეზიდენტი–პოლიტიკოსი მოდის.

გარდა ამისა, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ჩინეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებასაც უკავშირდება. მაგრამ აზიაში მეორე ტალღა არ გამოირიცხება. დაავადების აფეთქებები უკვე დაფიქსირდა ინდონეზიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში. ამას შეუძლია კარდინალურად შეცვალოს ძალთა გადანაწილება აშშ–სა და ჩინეთს შორის.

sputnik-georgia.com