უცხოეთი
რუსეთმა და თურქეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთმა და თურქეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლი გააფორმეს, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გაუწევს მონიტორინგს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ერთობლივი ცენტრის სწრაფი ამოქმედებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.

interpressnews.ge