აქტუალური
ეროვნულმა ბანკმა 46.6 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ეროვნულმა ბანკმა 25 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.3132 ლარი იყო.

2020 წლის 13 მარტიდან დღემდე, სებ-მა 24 აუქციონზე ჯამში 823 400 000 დოლარი გაყიდა.

მოცემული მომენტისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარია. ეროვნულ ბანკის ცნობით, 26 ნოემბერს 1 აშშ დოლარი 3.3138 ლარი ეღირება.