უცხოეთი
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა 61 მილიონს უკვე გადააჭარბა. მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

ვებგვერდზე, ამ დროისთვის დაფიქსირებულია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ით 61 061 664 ადამიანი დაინფიცირდა.

ამავე ვებგვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელებულია 42 269 611 ადამიანი. გარდაიცვალა 1 432 995 პაციენტი.

რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 17 259 662- ს შეადგენს.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ქვეყნების ხუთეულში ისევ აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს რუსეთი, მეხუთეზე - საფრანგეთია.