უცხოეთი
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ტიგრან ხაჩატრიანი სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვეს სომხეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

interpressnews.ge