აქტუალური
ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 24 ნოემბერს გამართულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ღირებულებისა და 5 წლიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

სამინისტროს ცნობით, აუქციონში მონაწილეობა 6-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნამ 155 617 000 ლარი შეადგინა.

უწყებისვე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.240%, საშუალო შეწონილი 8.265%, მაქსიმალური კი – 8.280% იყო.