რედაქტორისგან
პუტინის სატელეფონო საუბარი ერდოღანთან (მოდელირებულია ა. ხიდირბეგიშვილის მიერ)

     - სალამ, ვლადიმერ!

- მოგესალმები, რეჯებ.

- ვლადიმერ, მე და თქვენ დავიწყეთ სამხრეთ კავკასიის დაყოფა პრინციპით - მართლმადიდებლური ნაწილი - რუსეთს, მუსლიმანური - თურქეთს. სომხეთი და მთიანი ყარაბაღის სომხური ნაწილი – შენ, აზერბაიჯანი და აზერბაიჯანის რეგიონები – მე. დარჩა საქართველოს გაყოფა, საიდანაც შენ უკვე წაიღე მართლმადიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მე კი მუსლიმანური ბორჩალი და აჭარა უნდა წავიღო. მაგრამ შეიძლება ხელი შემიშალოს ამერიკამ, რომელსაც სააკაშვილი საქართველოში სამხედრო ბაზების გახსნას სთხოვს...

- არ ინერვიულო, ძვირფასო რეჯებ, იმაზე მეტს, ვიდრე მათ უკვე გახსნეს ქ - ერთობლივი ცენტრები და სამხედრო ბაზები, სადაც ნატოს საერთაშორისო წვრთნები ტარდება - აშშ საქართველოში სხვას ვეღარაფერს გახსნის, ამერიკელები არასდროს ჩაერთვებიან ომში ორ ფრონტზე - რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ! სააკაშვილმა სპეციალურად მისწერა ეს ღია წერილი პომპეოს 50-კაციანი ჯგუფი სახელით, რათა შენი პროვოცირება მოეხდინა აჭარის სწრაფად აღებაზე, რომლის დამოუკიდებლობის გარანტორობასაც, როგორც მშვენივრად გესმის, რუსეთი 100 წლის შემდეგ არ აპირებს. სხვათა შორის, წაიკითხე ხელმომწერების სახელები - ყველა ეს ქართველი - ყოფილი მინისტრები, ელჩები, პოლიტიკოსები და ექსპერტები - ან ჩვენი, ანდა ორმაგი აგენტებ არიან.

- და რაში სჭირდება ეს სააკაშვილს, ვლადიმერ?

- თურქეთისა და ყველაფერი თურქულის სიყვარული მიშამ დედის რძესთან ერთად ეისისხლხორცა - თურქოლოგგიული ალასანია მას ბავშვობიდან ასწავლიდა თურქულ ენას და დააახლოვა თავის საყვარელ მეგობარსა და ბიზნესპარტნიორთან - შენთვის კარგად ცნობილ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან (იცინის). პრეზიდენტად გახდომის შემდეგ სააკაშვილმა გადაწყვიტა ჭარა ახალ ვილაიეთად – თურქეთის პროვინციად ექცია. ამიტომ, მის ხელმძღვანელად თავისი უახლოესი მეგობარი დანიშნა და სახელმწიფო ბიუჯეტის ლომის წილი დახარჯა ბათუმის თურქულ ლას–ვეგასად გადასაქცევად. უცნაურ კოშკებთან, შადრევნებსა და სკულპტურულ კომპოზიციებთან ერთად, აჭარაში ასობით ახალი მეჩეთი და მედრესე, თურქული სასტუმრო და კაზინო, ჩილიმ ბარები და არაოფიციალური ბორდელები გაჩნდა მხოლოდ თურქებისთვის. თუმცა, რას გიყვები, ჩემზე უკეთ იცი ყველაფერი...

გახსოვს, 2005 წელს, როდესაც მსოფლიოში ფრინველის გრიპი მძვინვარებდა და თურქეთი ამ ეპიდემიის ერთ-ერთი კერა იყო, როგორ გააუქმა სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი თურქეთთან, თუმცა ასეთ შემთხვევებში საზღვრებდროებით კეტავენ? მაშინ სააკაშვილის გეგმები ჩაშალეს ქართველმა ხალხმა და ივანიშვილმა, რომლებმაც იგი გააძევეს საქართველოდან 2012 წელს, ასევე 2016 წელს თურქეთში გიულენის მიერ ორგანიზებულმა წარუმატებელმა სამხედრო გადატრიალებამ, რომელმა, სააკაშვილის მსგავსად თავშესაფარი აშშ–ში პოვა.

- რას ამბობ, ვლადიმიროვიჩ! გამოდის, ამ ავადმყოფს ჰგონია, რომ მე, ერდოღანი, რომელმაც აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მიღებაც არ ვინებე, ავიღებ აჭარას, რათა ის თურქეთის ახალი პროვინციის მეთაურად დავნიშნო?!

- იცი, აიპოვიჩ, ყველაზე მეტად რის ეშინოდა სააკაშვილს პომპეოს თბილისში ვიზიტის დროს? რომ “ცერეუ“– ყოფილი დირექტორი პომპეო მას საბოლოოდ გაყიდიდა - გამოაცხადებდა, რომ მიშა არის „კაგებე“-ს - “ფეესბე“– აგენტი. შეხედე - “ცერეუ“– არცერთ დირექტორს არ მიუღია სააკაშვილი მთელი მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, რადგან ამერიკელი დაზვერვის ოფიცრები საკუთარ თავს პატივს სცემენ და არ მიიღებენ მემკვიდრეობით, უკვე მესამე თაობაში, კგბ“-აგენტს როგორც პრეზიდენტს ან უკრაუნელ მაღალჩინოსანს. აშშ-პრეზიდენტები დიან და მიდიან, ჩემი ამერიკელი კოლეგები კი ძალიან სერიოზული ბიჭები არიან და არასდროს შელახავენ მუნდირის ღირსებას! რადგან მათ მერე ჰკითხავენ - რა ჯანდაბის მზვერავები ხართ, თუკი კგბ“-აგენტს დიდ პოლიტიკოსად შეხვდით?!

- ნუთუ ამ სულელს თავი ედუარდ შევარდნაძე ჰგონია?! აქაოდა, ის დაბრუნდა და რუსეთს აფხაზეთი გადასცა, მე კი დავბრუნდები და თურქეთს აჭარას მივცემო?!

- სწორედაც! არ შეგიმჩნევია, ყოველდღე როგორ განცხადებებს აკეთებს - აქაოდა, თუ საქართველოში დამიბრუნებენ, რუსეთთან ფართო დიალოგს დავიწყებ?!

- როგორ ვერ შევამჩნიე, ვლადიმერ! შევამჩნიე ის სიტყვა არ არის - გავოგნდი!

- სააკაშვილმა კიდევ ერთხელ სცადა თურქეთთვის აჭარის გადაცემა და ბათუმ კალეს“ ვილაიეთის მმართველად გადაქცევა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ და ამისათვის "აზერბაიჯანული კარტი" გაათამაშა. რაკიღა იცოდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში პატიოსნად ვერ გამარჯვება, შეეცადა გაეღვივებინა ქვემო ქართლში კომპაქტურად დასახლებულ ქართველ აზერბაიჯანელთა სიძულვილი მოქმედი ხელისუფლების მიმართ, რათა აჯანყება მოეწყო "ბორჩალოს მაზრაში", როგორც 1920 წელს. ამისათვის შეიქმნა ახალი "შულავერის კომიტეტი", რომელმაც რიგითი მოქალაქეები მოისყიდა ფულით, მედიკამენტებითდა, რაც მთავარია, არგუმენტებით: აქოდა, თუ 2007 წელს სააკაშვილმა აზერბაიჯანს გადასცა 3500 ჰექტარი ქართული მიწა მე -6 საუკუნის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯთან ერთად, თუკი იგი დღეს ხელისუფლებაში დაბრუნდება, ბორჩალავტონომიას მიანიჭებს!

- აი თურმე რატომ გააკეთა სააკაშვილმა განცხადება - "მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია"!

- უფრო მეტიც, რეჯებ - მან მოუწოდა ქართველებს, ბრძოლათ აზერბაიჯანელების მხარეზე სომხების წინააღმდეგ - აქაოდა, დღეს ჩვენ აზერბაიჯანს დავეხმარებით, ხოლო ხვალ თურქეთი და აზერბაიჯანი დაგვეხმარებიან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებაში რუსეთისგან, გაანადგურებენ "ბარამიანის ბატალიონს"! მაგრამ მისი ეს გეგმაც ჩაიშალა - ქვემო ქართლში საპარლამენტო არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" სუფთად მოიგო, მე და თქვენ კი ელვის სისწრაფით დავასრულეთ ყარაბაღის კონფლიქტი. მაშინ სააკაშვილმა გამონახა ახალი ვარიანტი - დღეს თურმე სომხები უკვე "უბედური მსხვერპლარიან, რომლებსაც რუსეთმა უღალატა"! ამიტომ, ახალმა "შულავერის კომიტეტმა" მიმართა პომპეოს თხოვნით, საქართველოში აშშ-სამხედრო ბაზის გახსნის თაობაზე "რუსული ოკუპაციისგან საქართველოს დასაცავად, როგორც ყარაბაღში".

- ინშალა, სულ შეიშალა ჭკუიდან?!

- და განა ოდესმე ჭკუაზე იყო?! მხოლოდ შეშლილს შეუძლია ყოველ კვირას გამეოროს მთელმსოფლიოგასაგონად - აქაოდა, მთვლიდნენ და ახლაც გიჟად თვლიან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ! მე არ ვიცი ქართული, ამის შესახებ მომახსენეს. უყურე მის ბოლოდროინდელ ტელეგამოსვლებს ტელეარხზე "მთავარარხი" - ყოველ მეორე გამოსვლისას ამბობს, რომ საქართველოში მას ფსიქიურად დაავადებულად თვლიდნენ და ახლაც თვლიან!

- ეს ის არხია, სადაც პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფას გაყენებდნენ?! ახლა ვნახავ,ცოტას გავერთობი. თანაც, თარჯიმანი არ მჭირდება, მე ქართველი თურქი ვარ, ხომ იცი.

- აი როდესაც აგეე“-აგენტის, ოპერატიული ფსევდონიმით "ამერიკელი" პირად საქმეს "სრულიად საიდუმლო"–ს გრიფს მოვხსნი, ვნახოთ მერე - ვინ ვის იაყენებს შეურაცხყოფას. შენ კი აუცილებლად იხარხარებ! სხვათა შორის, აიპოვიჩ, როდესაც ჯარებშეიყვან აჭარაში, წინასწარ გააფრთხილე - მეგამოვგზავნი რამდენიმე ათას რუს მშვიდობისმყოფელს საქართველოში, აფხაზეთის გავლით - სომხეთისკენ ამიერკავკასიის რკინიგზის მონაკვეთისა და „ვოენო-გრუზინსკაია“ გზის დასაცავად.

- ზემო ლარსიდან სომხურ ტოვუშამდე საავტომობილო გზა ბორჩალოზე გადის, ასე რომ, ერთად დავიცვათ იგი, როგორც ლაჩინის დერეფანი ყარაბაღში.

- მოსულა.

- თამამ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 21 ნოემბერი
საქართველო, თბილისი