აქტუალური
ქართველებს საკუთარ მიწაზე ხიზნობა მოელით

miwebis_gayidvaეკონომიკის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას განაგრძობს. აუქციონზე გამოტანილია 3 692 235 კვ მიწა. ამ დროისთვის სამინისტრომ 3 556 225 ლარად უკვე გაყიდა 65 587 201 კვ მიწა.

მას შემდეგ, რაც გაერომ სურსათის მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ კვლევები გამოაქვეყნა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეემა მიწების შეძენა განვითარებად ქვეყნებში აქტიურად დაიწყეს. საქართველოშიც გამოჩნდნენ ინდოელები, ჩინელები, ებრაელები, ბულგარელები, რომლებმაც კახეთსა და შიდა ქართლში ათასობით ჰექტარი მიწა უკვე იყიდეს.

ექსპერტების განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გადაცემა დიდი პოლიტიკური შეცდომაა, მაგრამ ხელისუფლება შეცდომებს როდი დაეძებს,მისთვის მთავარია, ბიუჯეტი შეივსოს და მერე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბროს.

მთავრობა მიწას ისე ყიდის, რომ მათი აღრიცხვა არ ჩატარებულა. შესაბამისად, მიწების ფასი არარეალურია. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვადრატული მეტრი მიწა, ძირითადად, სიმბოლურ ფასად იყიდება. ხელისუფლება ქართველი გლეხების მძიმე სოციალური მდგომარეობით სარგებლობს და მიწებს უცხოელებზე ყიდის. და ეს მაშინ, როდესაც ქართველებს მიწის იჯარით დამუშავების შესაძლებლობაც კი აღარ აქვთ მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემა აიკრძალა.