აქტუალური
პომპეომ ენ–ჯეო–ების წარმომადგენლებს შეხვედრისთვის 35 წუთი დაუთმო

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო იხ. აქ).

პროტოკოლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისთვის სულ 35 წუთი იყო განკუთვნილი.

აღნიშნული შეხვედრა თავდაპირველად ჩანიშნული არ ყოფილა და სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგში მოგვიანებით შევიდა.

რაც შეეხება განსახილველ საკითხთა ოფიციალურ ჩამონათვალს, ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს არის ძირითადად მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავრა და საქართველო დატოვა.

მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.