სამართალი
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. "ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს. რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ”,- აცხადებენ კლინიკაში.