აქტუალური
აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ირანი გამანადგურებელ პასუხს დაუპირისპირებს – ირანის მთავრობის პრესსპიკერი

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ირანი „გამანადგურებელ“ პასუხს დაუპირისპირებს, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის განხორციელების შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებით შეკითხვები დასვა. რამდენიმე სცენარის განხილვის შემდგომ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, არ გადაედგა მსგავსი ნაბიჯი.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები თეთრ სახლში არ გაკეთებულა.