აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3004 ლარი გახდა

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3004 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3004 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2951 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9090 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.8961 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0129 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.