უცხოეთი
ვლადიმერ პუტინის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში 4 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. მთიან ყარაბაღში სამხედრო ესკალაციის შედეგად, 4000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც ხელი მოაწერა ბრძანებას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის შექმნის შესახებ.

პუტინის თქმით, მთიან ყარაბაღში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, ბრძოლების შედეგად, დანგრეულია ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურა და კულტურის ობიექტები.

„მსხვერპლის რიცხვი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში, ბრძოლების შედეგად, 4000-ს აჭარბებს, დაჭრილთა რაოდენობა კი 8 000-ზე მეტია. დევნილთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით, ათობით ათასია. დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ბევრი კულტურული ობიექტი“ , - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

interpressnews.ge