საზოგადოება
აუდიოჩანაწერი საქართველოში მზადებული სახელმწიფო გადატრიალების შესახებ

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, უკრაინული „ობოზრევატელი“ ავრცელებს ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული.

გავრცელებული ჩანაწერის (აუდიოჩანაწერს უსმინეთ აქ) მიხედვით, რისი ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არ არის, კუპრავა, სავარაუდოდ, რამდენიმე პირს აძლევს მითითებებს, როგორ შექმნან საზოგადოებაში განწყობა, რომ სხვადასხვა უბნის მონაცემით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს იგებს.

როგორც კუპრავა აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი პარტია უბანზე არჩევნებს წააგებს, პარტიამ უნდა განავითაროს ნარატივი, თითქოს ხმები გაუყალბეს.

მიშა რასაც აკეთებდა რა, Facebook-ზე… მუხტი აიწევა, ხალხი მიხვდება, რომ მოვიგეთ. უნდა შექმნა განცდა, რომ მოვიგეთ და თუ იმან დაგიწერა, მოგებული წაგართვეს, რა“, – ისმის აუდიოჩანაწერში.