რელიგია
ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის პრესცენტრის განცხადება

zarebiნიუ იორკში დეკანოზ ალექსანდრე თანდილაშვილის ღვაწლით, მრევლისა და ცალკეული პირების შემოწირულობებით შეძენილ იქნა შენობა, სადაც წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი და სულიერებისა და კულტურის ცენტრი მოეწყო.
წმიდა ნინოს სახელობის ტაძარსა და აღნიშნულ ცენტრს 2011 წლის 22 მაისს აკურთხებს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი სამღვდელოებასთან ერთად.

წმიდა ნინოს ტაძრის მისამართია: 1241 Castleton Ave. Staten Island, NY 10310

ეპარქიის პრესცენტრი