უცხოეთი
გავრცელებული ცნობით, აფხაზეთში მცხოვრები სომხები მთიან ყარაბაღში საბრძოლველად მიდიან

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას თანაშემწემ, ახრა ავიძბამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად სომხები მთიან ყარაბაღში საბრძოლველად მოხალისეებად მიდიან.

ავიძბას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე მოხალისეები ჩანან, რომლებიც სოჭის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრებიან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ომს ორივე მხრიდან უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.

civil.ge