აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4000 ლარი გახდა

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4000 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4000 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.3409 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0591 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0137 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.9042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.1095 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.