აქტუალური
მიხაელ ზიბერტი - საქართველოში ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვას ეხმაურება.

საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში გამოყენებულმა ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ველოდებით, რომ საერთაშორისო სტანდარტები მეორე ტურში შენარჩუნდება. საარჩევნო პროცესის ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის თანამშრომლობის გზით“, – წერს მიხაელ ზიბერტი „ტვიტერში“.