უცხოეთი
შარლ მიშელი - ევროპა მკაცრად გმობს ავსტრიაში ჩადენილ მხდალ საქციელს

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვენაში მომხდარ თავდასხმას გმობს და დაღუპულების ოჯახებსა და ვენის მოსახლეობას თანაგრძნობას უცხადებს.

„ევროპა მკაცრად გმობს ამ მხდალ საქციელს, რომელიც ანადგურებს სიცოცხლეს და არღვევს ჩვენს ადამიანურ ღირებულებებს. დღეს მომხდარი საზარელი თავდასხმის შემდეგ ჩემი ფიქრები დაღუპულების ოჯახებსა და ვენაში მცხოვრებ ხალხთან არის,“- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ვენაში, სინაგოგასთან ახლოს, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე თავდასხმები მოხდა, რის შედეგადაც, დაღუპულია სულ მცირე 2 და დაშავებულია 15 ადამიანი. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუცმა ფაქტს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავები კიდევ ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

interpressnews.ge