აქტუალური
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2439 ლარი იყო.
ბოლო პერიოდში 1 აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 3.19-3.22 ლარს შორის მერყეობდა.
ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 260 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
მოცემული მომენტისთვის 1 აშშ დოლარი 3.2327 ლარი ღირს, 3 ნოემბერს მისი ფასი 3.2438 ლარი იქნება.