უცხოეთი
რუსეთში კორონავირუსის 18 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 238 პაციენტი გარდაიცვალა

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 18 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 655 038-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 238 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 28 473-ს მიაღწია. საერთო ჯამში კი რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 236 033 ადამიანი განიკურნა.

interpressnews.ge