უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 93 448-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 391-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 56 466 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

interpressnews.ge