აქტუალური
ილჰამ ალიევი გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებას ულოცავს

საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

ილჰამ ალიევსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.