რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო კრახისა და რუსეთთან ახალი ომისგან გადაარჩინა („Вечерняя Москва“)

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში პარლამენტში ადგილების უმრავლესობა პარტია ქართულმა ოცნებამ“ იიღო; უკვე ოპოვებული 76 მანდატი მას უფლებას აძლევს, ოპოზიციისგან დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად ჩამოაყალიბოს მთავრობა. არჩევნების შედეგები დადებითად აისახება მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებზე, მიაჩნია საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

რუსეთსაქართველოს ურთიერთობები კვლავ ცივია მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, ბევრად უფრო გაუარესდებოდ", - მიაჩნია ქართველ პოლიტოლოგს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ 21 ნოემბერს ჩატარდება მეორე ტური 18 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ერთმნიშვნელოვნად ზედმიწევნით პოზიტიურ გავლენას მოახდენს რუსეთთან ურთიერთობებზე, თუკი დღევანდელ სტატუს კვოს შეიძლება ურთიერთობები ეწოდოს. თუმცაღა, ყველაფერი შედარებითია და, სააკაშვილის ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში, იმ კრახსა და სამხედრო მოქმედებებთან შედარებით, "ქართული ოცნების" გამარჯვება ნამდვილ კურთხევას ჰგავს! სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოსლიყო, ქვეყანას 15 წლიუკან დახევდა!”,- განაცხადა ხიდირბეგიშვილმა „Вечерняя Москва“–თან საუბარში.

   ექსპერტმა მოგვითხრო, რომ მთელმა ოპოზიციურმა ბლოკმა, მათ შორის ოდესღაც "პრორუსულმა" ნინო ბურჯანაძემაც, თავისი წინასაარჩევნო კამპანია “კრემლთან კავშირის გამო მმართველი პარტიის მიმართ ბრალდებებზე ააგო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოცხადდა "საიდუმლო დოკუმენტების" შესახებ, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა, 2017 წელს "დაგეგმილი იყო რუსეთთან დაკავშირებული ადამიანების გამოყენება". ამ სიაში ფიგურირებდა მრავალი საზოგადო მოღვაწე და მღვდელმსახური, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ასევე მრავალი ყოფილი და მოქმედი ძალოვანი მინისტრი და მათი მოადგილეები.

ეს ყველაფერი მეტყველებს ქართველი ხალხის პოზიტიურ დამოკიდებულებაზე რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მიმართ. შავმა პიარმა მხოლოდ დადებითი როლი შეასრულა - "ქართულმა ოცნებამ" ყველას გასაოცრად ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და თან - პანდემიისდა ინფლაციის პირობებში!", - აღნიშნა ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა.

   ცნობილი ექსპერტი, რომლის პროგნოზები ყოველთვის მართლდება, გვაფრთხილებს, რომ სააკაშვილი შეეცდება მოაწყოს ვარდების რევოლუცი–2“. მან უკვე განაცხადა უვადო საპროტესტო გამოსვლების შესახებ და მისი მომხრეები შესაძლოა შეეცადონ პარლამენტის, ივანიშვილის სასახლის, ან ცესკოს შენობების ძალით აღებას. მაგრამ ყველა ეს მცდელობა მკაცრ პასუხს მიიღებს, დარწმუნებულია ხიდირბეგიშვილი. ამჟამად სააკაშვილი შეიძლება თურქულ ტრაპიზონში იმყოფებოდეს, მაგრამ, როგორც უკიდურესად მხდალი ადამიანი, საეჭვოა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა გაბედოს.

რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემა, რომელთა დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ თბილისში ანექსიად მიიჩნევა, ბარიერს ქმნის ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ გამარჯვებული ქართული ოცნებაერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც რუსეთთან ერთად აპრობლემის მოგვარების პოტენციალი გააჩნია”, - მიიჩნევს საქინფორმის მთავარი რედაქტორი.

ესაუბრა კამრან ჰასანოვ