უცხოეთი
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაზარი-შარიფის უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 111 ხმა, რაც არის ხმების 84,7 პროცენტი.

„რაც შეეხება მეორე, ბაგრამი-ხაბულის ბაზას, აქ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 697 ხმა, რაც არის 93%. ეს არის ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანთან ერთად არის ძალიან ემოციურიც. მადლობა ქართველ ჯარისკაცებს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რათა კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ქართული ჯარის გაძლიერებაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა კობახიძემ.

1tv.ge