უცხოეთი
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი მეორედ გამოაცხადა.

შეზღუდვები რეგიონებს შორის გადაადგილებას კრძალავს. ახალი რეგულაციები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან შევა ძალაში და პირველ დეკემბრამდე იმოქმედებს.

შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებისთვის სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ნებადართული. დაიხურება რესტორნები და კაფე-ბარები.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღა პირველზე რთული და ფატალური იქნება.

მაკრონის თქმით, ვირუსი იმაზე სწრაფად ცირკულირებს, ვიდრე ეს ნავარაუდები იყო.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში თავისუფალ საწოლებს კოვიდინფიცირებულები დაიკავებენ.

მისივე თქმით, საფრანგეთს მოუწევს, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკვეთრი დამუხრუჭება, რათა ექიმებს არ მოუწიოთ არჩევანის გაკეთება, თუ ვის განათავსებენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ინფიცირებულს თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ პაციენტს.

1tv.ge