უცხოეთი
აზერბაიჯანის გენპროკურატურა - ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთმა ქალაქის დასაბომბად კასეტური ბომბები გამოიყენა.

ცნობისათვის, მანამდე აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე სომხეთმა ქალაქი ბარდა დაბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 და დაშავდა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, სერიოზულად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებები.

interpressnews.ge