პოლიტიკა
„საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს 28-29 აპრილს ბერნში გამართავენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ორშაბათის ბრიფინგზე.
თბილისში აცხადებენ, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრებაზე პოზიცია უცვლელი რჩება და ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საბაჟო-გამშვები პუნქტების „გამჭვირვალობის“ უზრუნველყოფაში მდგომარეობს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა მსო-ს თემაზე შვეიცარიის შუამავლობით წლევანდელ 10 მარტს გაიმართა.
შვეიცარია დიპლომატიურ შუამავლობას ეწევა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.