აქტუალური
ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ინფორმაციით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2173 ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში (15-22 ოქტომბერი) დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი საშუალოდ 3.21-3.22 ლარს შორის მერყეობდა.