უცხოეთი
აშშ-ში კორონავირუსის 62 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1124 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 62 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1124 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 8 336 031 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან დაღუპულია 222 176 ადამიანი.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

interpressnews.ge