საზოგადოება
გიორგი გახარია - კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ცალკე ვირუსზე ვერავინ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მხარეს აქვს თავისი ფუნქცია და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ისეთი თანაცხოვრება, სადაც გავუფრთხილდებით ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და, რა თქმა უნდა, მივაღწევთ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას.

რაც შეეხება ბალანსს - ამ ბალანსში ყველა მხარეს აქვს თავისი ფუნქცია და მოვალეობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე ვამბობდი, რომ ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვირუსს ვერ დაამარცხებს, ვინაიდან ეს გლობალური გამოწვევა და გლობალური პანდემიაა. როდესაც ვამბობთ ქვეყანაზე. ახლა ქვეყნის შიგნით რომ გადმოვიდეთ, ვერავინ ცალკე ვირუსზე ვერ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიოთ იმას, რომ თანაცხოვრება ჩვენი იყოს ნორმალური, ისეთი, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და, რა თქმა უნდა, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას“,- განაცხადა პრემიერმა.