აქტუალური
ფინანსთა სამინისტრომ 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს გამრთულ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 364 დღიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფინანსთა სამინსიტროს ცნობით, აუქციონზე, მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 78 000 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.061%, საშაულო შეწონილი 8.123%, ხოლო მაქსიმალური 8.150% იყო.