უცხოეთი
მევლუთ ჩავუშოღლუ - საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, სადაც საერთაშორისო საზოგადოება აშკარად უჭერს მხარს თბილისსა და კიევს, მთიანი ყარაბაღის საკითხში აგრესორის მწვავე კრიტიკა არ ხდება

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, სადაც საერთაშორისო საზოგადოება აშკარად უჭერს მხარს თბილისსა და კიევს, მთიანი ყარაბაღის საკითხში აგრესორის, სომხეთის, მწვავე კრიტიკა არ ხდება, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ შვედ კოლეგასთან, ან ლინდესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გონივრულია, თუმცა ამავე დროს, მსოფლიოს ქვეყნებმა სომხეთს უნდა მოუწოდონ, აზერბაიჯანის ტერიტორია დატოვოს.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ანკარა აზერბაიჯანს მხარს ნებისმიერ ვითარებაში დაუჭერს, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან.