საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამასთან, გარდაიცვალა საქართველოს კიდევ 6 მოქალაქე და ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს.

გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.